უკან
19/3/2026

სახსრების მკურნალობა - პლაზმოთერაპია (PRP)

​სახსრებისა და რბილი ქსოვილების დაზიანებების მკურნალობა ხშირად ხანგრძლივ და რთულ პროცესთანაა დაკავშირებული. 

ადამიანის ორგანიზმს აქვს უნარი — თავად აღიდგინოს დაზიანებული ქსოვილები, თუმცა სახსრებისა და ხრტილების შემთხვევაში ეს პროცესი ხშირად შენელებულია სისხლის მიმოქცევის თავისებურებების გამო. 

PRP თერაპია  ეს არის მეთოდი, რომელიც საშუალებას გვაძლევს რეგენერაციისთვის საჭირო ბუნებრივი უჯრედები მივაწოდოთ ორგანიზმს პირდაპირ იქ, სადაც აღდგენას საჭიროებს.

​რა არის PRP თერაპია და როგორ მუშაობს ის?

​PRP თერაპია არის პროცედურა, რომლის დროსაც სამკურნალოდ გამოიყენება პაციენტისავე სისხლისგან გამოყოფილი პლაზმა.

​სისხლის ეს ფრაქცია განსაკუთრებით მდიდარია თრომბოციტებით, რომელთაც უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აქვთ — დაზიანების ადგილას ისინი გამოყოფენ ე.წ. „ზრდის ფაქტორებს“. სწორედ ეს ნივთიერებები ასტიმულირებენ უჯრედების გამრავლებას, ქსოვილების რეგენერაციას და ანთებითი პროცესების ჩახშობას.

 

​როგორია ინექციის მოქმედების მექანიზმი?

​PRP თერაპია საშუალებას გვაძლევს არა მხოლოდ დროებით შევაჩეროთ ტკივილი, არამედ ვიმუშაოთ მის გამომწვევ მიზეზზე — ქსოვილის დაზიანებაზე.

მისი მოქმედება კომპლექსურია:

§     ​ბუნებრივი რეგენერაცია: ზრდის ფაქტორები ასტიმულირებს ორგანიზმის თვითაღდგენის მექანიზმს, რაც ხელს უწყობს დაზიანებული ქსოვილების აღდგენას;

§     ​ანთების საწინააღმდეგო ეფექტი: PRP ბუნებრივად აქვეითებს ანთებითი მედიატორების დონეს სახსარში, რაც იწვევს ტკივილისა და შეშუპების შემცირებას.

§     ​მობილობის აღდგენა: ანთების შემცირებისა და ქსოვილის სტრუქტურის გაუმჯობესების ხარჯზე, სახსარი ხდება უფრო მოძრავი და ფუნქციური.

 

​ვისთვის არის რეკომენდებული პროცედურა?

​PRP თერაპია საუკეთესო შედეგებს იძლევა შემდეგი მდგომარეობების დროს:

​ოსტეოართრიტი (სახსრების ცვეთა): განსაკუთრებით მუხლის (გონართროზი) და მენჯ-ბარძაყის (კოკსართროზი) სახსრის საწყის და საშუალო (I, II, III) სტადიებზე.

​მყესებისა და იოგების დაზიანებები: ტენდინიტები, ტენდინოზები, ლიგამენტიტები

​სპორტული ტრავმები: კუნთების დაზიანება, იოგების დაჭიმვა (რეაბილიტაციის დასაჩქარებლად).

​ქრონიკული ტკივილი სახსრებში, რომელიც არ ექვემდებარება სტანდარტულ თერაპიას.

​მნიშვნელოვანი ფაქტები რეაბილიტაციასა და კურსზე:

​შედეგის გამოვლენა: PRP-ს არ აქვს მომენტალური ეფექტი. ტკივილის შემცირება და მობილობის გაუმჯობესება ჩვეულებრივ იწყება ინექციიდან 2-3 კვირაში და მაქსიმუმს აღწევს 1-2 თვეში.

​მკურნალობის კურსი: საუკეთესო და ხანგრძლივი შედეგისთვის, როგორც წესი, რეკომენდებულია 2-4  პროცედურისგან შემდგარი კურსი. შედეგი ინდივიდუალურია და საშუალოდ 12 თვემდე ნარჩუნდება.

 

PRP თერაპიის ბინაზე ჩატარების შესაძლებლობა

სახსრების ტკივილის დროს კლინიკაში ვიზიტი, ტრანსპორტირება და რიგებში დგომა დამატებით სტრესთან და დისკომფორტთან არის დაკავშირებული. სწორედ ამიტომ,

ჯეო მედი გთავაზობთ PRP თერაპიას ბინაზე გამოძახებით.

 

​ბინაზე მომსახურების უპირატესობებია:

​მაქსიმალური კომფორტი და დაზოგილი დრო: თქვენ იღებთ მაღალკვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას თქვენსავე სახლში, ზედმეტი გადაადგილებისა და ფიზიკური დატვირთვის გარეშე.

​პოსტ-პროცედურული სიმშვიდე: ინექციის შემდეგ უმნიშვნელოვანესია სახსრის დასვენება განსაკუთრებით პირველი 24-48 საათის განმვლობაში. სახლის პირობებში თქვენ შეგიძლიათ მანიპულაციის დასრულებისთანავე დაიკავოთ კომფორტული პოზიცია და თავიდან აიცილოთ სახსრის დატვირთვა, რაც გარდაუვალია კლინიკიდან სახლში დაბრუნებისას.

​უსაფრთხოება და სტერილობა: ჩვენი სპეციალისტები მანიპულაციას ატარებენ უსაფრთხოების ყველა ნორმის, აპეპტიკისა და ანტისეპტიკის წესების სრული დაცვით. გამოიყენება მხოლოდ ერთჯერადი სტერილური აღჭურვილობა და მაღალი ხარისხის სინჯარები პლაზმის მოსამზადებლად.

საჭიროების შემთხვევაში, პროცედურა ტარდება ექოსკოპიური კონტროლით, რაც უზრუნველყოფს კლინიკის დონის სერვისს თქვენსავე სახლში.

 

​სერვისის დასაჯავშნად ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე 24 საათის განმავლობაში:

📞 +032 2 111 500

​ჯეო მედი — გამოიძახეთ კლინიკა სახლში!


გაზიარება

უახლესი

3/17/2026

PSA - პროსტატ სპეციფიკური ანტიგენი: რა უნდა ვიცოდეთ პროსტატის ჯანმრთელობის მთავარ მარკერზე.

...

მეტის წაკითხვა
3/17/2026

ჰიალურონის მჟავა - სახსარშიდა ინექცია ოსტეოართრიტის დროს

...

მეტის წაკითხვა

დაგვიკავშირდით

ტელეფონი

+(995) 032 2 111 500

მისამართი

თბილისი, ი. პეტრიწის #2

ელ-ფოსტა

info@geo-medi.ge

© ყველა უფლება დაცულია GEO-MEDI 2025